
ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმები აღარ გაყიდიან მაისურებს, რომლებზეც ასახულია, სროლის შემდეგ რამდენიმე წუთში დონალდ ტრამპის ჰაერში აწეული მუშტი. მაისურები, რომლებიც ექს-პრეზიდენტზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში გაიყიდა, ხელმისაწვდომი იყო ელექტრონული კომერციის პოპულარულ საიტებზე, როგორიცაა Taobao და JD.com. როგორც ცნობილია, ჩინური ინტერნეტი მკაცრად კონტროლდება და "სენსიტიურად" მიჩნეული კონტენტი, ჩვეულებრივ, უქმდება.
„გასულ შაბათს, პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე, მკვლელობის მცდელობამ ფართო დისკუსია გამოიწვია ინტერნეტში მიბმული ჰეშთეგებით, რომლებიც პოპულარულია X-ის მსგავს პლატფორმა Weibo-ზე. მაისურების პირველი პარტია ონლაინ რეჟიმში, ტრამპზე თავდასხმიდან, სამ საათში გაიყიდა. ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის საიტზე Taobao-ზე შენახულ სურათზე ნაჩვენებია მაისური, რომლის ფასი 39 იუანია ($9). Taobao-ს განცხადებით, კომპანიამ, გასაყიდად გამოტანიდან სამ საათში, მაისურის 2000-ზე მეტი შეკვეთა [უმეტესად, ჩინეთიდან და აშშ-დან] მიიღო. ონლაინ ფოტოებზე ასევე ნაჩვენებია მსგავსი მაისურები წარწერებით - "ლიდერები არასოდეს კვდებიან", "ტყვიაგაუმტარი".
დონალდ ტრამპი, ჩინეთში, წლების განმავლობაში, ონლაინ ყურადღების წყარო იყო - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიზეზების გამო. სავაჭრო ომმა, რომელიც მან პრეზიდენტობის დროს პეკინთან დაიწყო, მთავრობა და მრავალი ჩინელი აღაშფოთა, თუმცა ტრამპს მხარდამჭერებიც ჰყავდნენ, მათ შორის, ჩინელი ემიგრანტების ჯგუფი აშშ-ში, რომლებიც ტრამპის ყველა ტვიტს X-ანგარიშის - @Trump_Chinese-ის - მეშვეობით თარგმნიდნენ. ტრამპზე პოპულარული ონლაინ ხუმრობაც არსებობს. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ჩუან ჯიანგუოს, რაც ნიშნავს - "ტრამპი - ჩვენი ქვეყნის მშენებელი". ჩინელები ამ ხუმრობას ჩინეთის ზესახელმწიფოდ გადაქცევის გზაზე ტრამპის როლს უკავშირებენ,“ - წერს BBC-ი.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026