
ჩინეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალ სტრატეგიაზე ფიქრობენ. შესაბამისმა დეპარტამენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანაში წაახალისოს შობადობა.
მედია აღნიშნავს, რომ გასულ წელს, სამოცი წლის განმავლობაში პირველად, დიდი შიმშილის შემდეგ, ჩინეთის მოსახლეობა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე გაიზარდა.
„ადგილობრივი მთავრობები უნდა წაახალისონ, რომ აქტიურად გამოიკვლიონ და განახორციელონ თამამი ინოვაციები მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და განათლების ხარჯების შესამცირებლად“ - წერს ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი იანგ ვენჟუანგი სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჯანმრთელობის სახელმწიფო ჟურნალში. .
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2022 წელს ჩინეთის მოსახლეობა 850 000-ით შემცირდა და 1,41175 მილიარდს მიაღწია, რაც პირველად მოხდა 1961 წელს ჩინეთში დიდი შიმშილის პერიოდის შემდეგ.
2022 წელს ჩინეთში ათას ადამიანზე მხოლოდ 6,77 შობადობაა დაფიქსირებული. - შედარებისთვის ეს რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია: 2021 წელს ეს იყო 7,52 ათას ადამიანზე.
ამან იმოქმედა მოსახლეობის შემცირებაზე და სიკვდილიანობაზე - 2022 წელს ჩინეთში კოვიდ პანდემიის ფონზე 10,41 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც შეადგენს 7,37 სიკვდილიანობას 1000 ადამიანზე.
შობადობის შემცირების მთავარ მიზეზს ჩინეთის ოფიციალური პირები „ერთი შვილის პოლიტიკას“ უკავშირებენ, რომელიც ქვეყანაში 1980 წლიდან 2015 წლამდე ხორციელდებოდა.
2016 წელს ბავშვების ლიმიტი ორამდე გაიზარდა, 2021 წელს კი სამამდე.
0
0