
ჩინეთში 65 წელს გადაცილებული ხანდაზმული ადამიანების რაოდენობამ ბავშვების რიცხვს გადააჭარბა. ასეთი სიტუაცია 1949 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დემოგრაფიული სტატისტიკის წარმოება დაიწყო, პირველად დაფიქსირდა.
South China Morning Post-ის ცნობით, 2025 წლის ნოემბრისთვის, ჩინეთში მცხოვრები 1,4 მილიარდი ადამიანიდან 15,87% - 65 წლისა და უფროსი ასაკისაა. ამავდროულად, 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები ქვეყნის მოსახლეობის 15,25%-ს შეადგენენ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობაც მცირდება. დღეს 15-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანები მთლიანი მოსახლეობის 61,89%-ს შეადგენენ. სულ რაღაც 10 წლის წინ შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი დაახლოებით 5,5%-ით მეტი - 67,33% იყო.
ჩინეთში ოჯახებიც პატარავდება. სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოავლინა იმ შინამეურნეობების ზრდა, რომლებიც 1 ან 2 ადამიანისგან შედგება.
2022 წელს ჩინეთის მოსახლეობა „დიდი შიმშილობის“ (1959–1961) პერიოდის შემდეგ პირველად შემცირდა. მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზი შობადობის შემცირება გახდა.
0
0