
ჩინეთმა ტაივანის სანაპიროსთან ახლოს ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც, მისი თქმით, კუნძულის მიერ განხორციელებულ "სეპარატისტულ ქმედებებზე" საპასუხოდ მიმართული "მკაცრი სასჯელია". როგორც ცნობილია, სამი დღის წინ, ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა ლაი ცინგ დემ მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. ჩინეთმა ტაივანის "დამოუკიდებლობის აღიარება" დაგმო. კომუნისტური ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი მისი ტერიტორიის ნაწილია და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში, კუნძულს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.
სამხედრო წვრჩინეთმა ტაივანის სანაპიროსთან ახლოს ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც, მისი თქმით, კუნძულის მიერ განხორციელებულ "სეპარატისტულ ქმედებებზე" საპასუხოდ მიმართული "მკაცრი სასჯელია". როგორც ცნობილია, სამი დღის წინ, ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა ლაი ცინგ დემ მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. ჩინეთმა ტაივანის "დამოუთნები კუნძულიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს და მათში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებია ჩართული.
„ამ წვრთნებით სარდლობის ძალების ერთობლივი რეალური საბრძოლო შესაძლებლობები შემოწმდება. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად დაგმო ირაციონალური პროვოკაციები და ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ გამოვგზავნეთ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალები თავისუფლების, დემოკრატიისა და ჩინეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დასაცავად", - ნათქვამია ჩინეთის სამხედრო პირების განცხადებაში.
თავის მხრივ, ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
0
0