30/08/2023
16:26
მსოფლიო
ჩინეთის სახელმწიფო საიტმა „სტანდარტული რუკების კარტოგრაფიული სერვისი“ გამოუშვა, სადაც უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
„ლენტარუს“ ინფორმაციით, ახალ რუკაზე საუბარია მდინარე ამურზე მდებარე დიდ უსურის კუნძულზე, რომელიც 2005 წლიდან რუსეთ-ჩინეთის საზღვრის დემარკაციის მიხედვით იყოფა ორ ნაწილად და რომლებიც შედიან რუსეთისა და ჩინეთის შემადგენლობაში.
თუმცა, ჩინური სერვისის ვებსაიტზე არსებულ რუკაზე, აღნიშნული ტერიტორია ჩინეთის ტერიტორიად არის მონიშნული.
„რუკა შედგენილია ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების გაფორმების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად,“ - ნათქვამია განმარტებით შენიშვნაში.
როგორ განვითარდა ქვეყნებს შორის ურთიერთობა კუნძულის საკითხთან დაკავშირებით?
დიდი უსურის კუნძულის კუთვნილების საკითხი განსაკუთრებით მწვავე იყო XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის პირველ ნახევარში.
2008 წელს მოსკოვმა და პეკინმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო.
0
0