17/01/2025
10:53
მსოფლიო
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით კი, ჰანი ვაშინგტონში 20 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ამერიკული მხარის მიწვევით მიიღებს.
„ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ დიალოგი და კომუნიკაცია შეერთებული შტატების ახალ მთავრობასთან, სათანადოდ ვმართოთ უთანხმოებები, გავაფართოოთ ორივე მხარისთვის მომგებიანი თანამშრომლობა და ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას. ჩინეთი ყოველთვის უყურებდა და ავითარებდა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად. პეკინი მზად არის, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ახალ ეპოქაში სწორი გზა იპოვონ“, – ნათქვამია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0