ყაზახეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ტაივანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ლაი ცინგ დეს "სამარცხვინო" უწოდა.
როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს, თვლის, რომ ლაი ცინგ დე "სეპარატისტია" და მოლაპარაკებების შესახებ მის ინიციატივას არ დასთანხმდა.
„ტაივანი ჩინეთისთვის ბირთვულ საკითხებთან ერთად განიხილება, ხოლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ქმედებები ყველაზე დესტრუქციული ფაქტორია ტაივანის სრუტეში მშვიდობის მისაღწევად. ლაი ცინგ დესა და სხვების მავნე ქმედებები სამარცხვინოა, რადგან ისინი ღალატობენ თავიანთ ერს და წინაპრებს. ტაივანის საკუთარ სამშობლოში დაბრუნების საქმეში ჩინეთს ვერაფერი შეაჩერებს. ტაივანის დამოუკიდებლობისთვის „მებრძოლი“ ყველა სეპარატისტი ისტორიაში „სირცხვილის სვეტზე“ გაკრული შევა“, - თქვა ვანგ იიმ.
0
0