
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20-22 მარტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთს ეწვევა.
ინფორმაციას კრემლიც ადასტურებს და აცხადებს, რომ სი ძინპინი მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავა.
ორი პრეზიდენტი ისაუბრებს "რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხებზე", ასევე აზრთა გაცვლის შესახებ "საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში". პრეზიდენტები ასევე ხელს მოაწერენ „რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს“.
ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით გაესაუბრება, თუმცა ოფიციალური პეკინი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
0
0
ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
30/07/2026