17/05/2023
14:32
მსოფლიო
ჩინელმა დიპლომატებმა ქვეყანაში წარმოდგენილ რამდენიმე უცხოურ დიპლომატიურ მისიას მოუწოდა, რომ პეკინში, საკუთარი შენობების ფასადებზე უკრაინის დროშები არ დაუშვან და არ გაავრცელონ „პოლიტიზებული პროპაგანდა“.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ბევრმა დიპლომატიურმა მისიამ დაუშვა შენობებზე უკრაინის დროშა.
„ჩვენ, ისევე როგორც სხვებმა, მივიღეთ წერილი, რომელიც მოუწოდებს საელჩოებსა და წარმომადგენლობით ოფისებს თავი შეიკავონ საკუთარი შენობების ფასადებზე უკრაინის დროშის დაშვებისა და „პოლიტიზირებული პროპაგანდის“ გავრცელებისგან,“ - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომლის საელჩომაც უკრაინის დროშა გამოფინა. დიპლომატმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლობითი ოფისი აღნიშნულ მოთხოვნას შეასრულებს.
სამმა სხვა პეკინელმა დიპლომატმა ასევე დაადასტურა, რომ მათაც მიიღეს მსგავსი ტიპის შეტყობინება, რომელშიც უკრაინის დროშა პირდაპირ არ იყო ნახსენები, მაგრამ აშკარად სწორედ აღნიშნული მოთხოვნა იგულისხმებოდა.
0
0