
ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში უნალექო ამინდმა, ძლიერ სიცხესთან ერთად, გვალვა გამოიწვია.
ხელისუფლებამ, სოფლის მეურნეობასა და წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე გვალვის ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად, შესაბამისი ზომების მიღების შესახებ განაცხადა.
Reuters-ს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ჩინეთის ნაწილებში ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რადგან აზიის ქვეყნები კიდევ ერთი ექსტრემალური ზაფხულისთვის ემზადებიან.
ჩინეთის წყლის რესურსების სამინისტრომ გვალვის სამართავად გადაუდებელი რეაგირება დაიწყო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით - განსუს, შაანქსის, შანქსის, ჰენანისა და შანდონგის პროვინციებში.
“მიმდინარე თვეში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყვითელი მდინარის აუზის მიმდებარე რაიონებში ნალექის შემცირების გამო, დამუშავებულ მიწას გვალვა ემუქრება, რომელიც დასათესად მზადდებოდა. მკაცრი ამინდი მომდევნო კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ჰებეის, ჰენანისა და შანდონგის პროვინციების ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ შეიძლება 44℃-ს მიაღწიოს,“ - იუწყება Xinhua.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025