„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
„ნატოს ოფიციალური პირი ანაკლიის პორტზე:
„გადაწყვეტილების დაგეგმვა საქართველოს ხელისუფლების საქმეა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.
0
0