24/11/2023
12:26
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთი ბავშვებში დაფიქსირებულ პნევმონიის შემთხვევებს „უჩვეულო ან ახალ პათოგენებს“ არ უკავშირებს.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთს ბავშვებში რესპირატორული დაავადებების მკვეთრად ზრდის თაობაზე მეტი დეტალის გასაჯაროება სთხოვა.
,,პეკინმა გრიპის მსგავსი დაავადებების ზრდა კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მიაწერა,“ - განაცხადა ჯანმომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის (NHC) ოფიციალური პირების კომენტარები, რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ რესპირატორული დაავადებების მქონე ბავშვების დიაგნოზს და მათზე ზრუნვას.
,,ჩინეთი ამტკიცებს, რომ უჩვეულო ან ახალი პათოგენები არ აღმოჩენილა და ქვეყნის ჩრდილოეთში რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდა გამოწვეულია მრავალჯერადი ცნობილი პათოგენებით. ოქტომბრიდან, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ჩინეთში გრიპის მსგავსი დაავადების მატება აღინიშნა. მჭიდროდ ვაკვირდებით სიტუაციას და აქტიურად ვეკონტაქტებით ჩინეთის ეროვნულ ხელისუფლებას,“ - განაცხადა ჯანმომ.
ასევე სხვა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჩინეთში გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატება დააფიქსირეს.
„ჩინეთში, სავარაუდოდ, ბავშვთა შორის რესპირატორული ინფექციების დიდი ტალღა დაიწყო, რადგან ეს პირველი ზამთარია ხანგრძლივი ლოკდაუნის გარეშე, რომლის შედეგადაც, მკვეთრად უნდა შემცირებულიყო რესპირატორული ვირუსების გავრცელების დონე, შესაბამისად, ენდემური ბაქტერიების მიმართ იმუნიტეტიც. საბოლოო დიაგნოზის დასასმელად ამჟამად ძალიან ცოტა ინფორმაციაა (თუ რა იწვევდა ინფექციებს). საერთოდ, [ახალი] ვირუსი არ მეჩვენება ეპიდემიად. ასე რომ ყოფილიყო, ზრდასრულ ადამიანებში უფრო მეტი ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდებოდა“, - თქვა ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა ფრანსუა ბალუმ.
0
0