ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
„ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს იყოს სტაბილური და აყვავებული. ჩინეთი მზადაა იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიენმა.
მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ჩინეთმა და საქართველომ 2023 წლის 31 ივლისს გამოაქვეყნებს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ამას ქვეყნებს შორის უვიზო მიმოვლის შესახებ შეთანხმება მოჰყვა, 2024 წლის მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჩინური კონსორციუმი სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი გახდა, ქართულ მხარესთან ერთად.
0
0