
ის, რომ თქვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნით, სადაც შეგიძლიათ დადგეთ, იმსჯელოთ არგუმენტებით, ეს არ არის ქართველი ხალხის ბრალი და ნუ მოითხოვთ ჩვენგან, ხელისუფლებისგან, რომ დავსაჯოთ ქართველი მოქალაქეები, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რადიკალური ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
„ერთის ოჯახი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდა, ქონება იყიდა. მეორე, ჭიჭე ოფშორი კიდევ ამბობს, არ შემოუშვათ რუსი ტურისტებიო და თვითონ აქირავებს. დარწმუნებული ვარ გულში უხარია იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად გააქირავებს თავის ქონებას ამ რუსებზე. ის, რომ თქვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნით, სადაც შეგიძლიათ დადგეთ, იმსჯელოთ არგუმენტებით, ეს არ არის ქართველი ხალხის ბრალი და ნუ მოითხოვთ ჩვენგან, ხელისუფლებისგან, რომ დავსაჯოთ ქართველი მოქალაქეები“, - აღნინშნა ზარქუამ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025