
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. უკვე მე-13 დღეა, რაც მაღაროები გაჩერებულია.
დღეს ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ თვალები ამოიკერა.
„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო, „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – განაცხადა მან.
გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, მერიასთან არიან შეკრებილი და პერიოდულად ქალაქის ქუჩებში მსვლელობებს მართავენ.
მე-7 დღეა, დასაქმებულების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს.
მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელფასები 40%-ით გაზრდა; სამუშაო პირობების გაუმჯობესება; უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
მაღაროელები მუშაობის გაგრძელებას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დასაქმებულების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან აპირებს გადანაცვლებას.
0
0