22/05/2023
13:10
პოლიტიკა
ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის „ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს და აღნიშნულთა დაკავშირებით Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის პასუხს, რომელიც ამბობს, რომ ავიაკომპანია პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს მანამ, ვიდრე ის ბოდიშს არ მოიხდის.
„ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია და ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0