
Spnews.io-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, დონალდ ტრამპის მიერ ტაკერ კარლსონის პრესმდივნად დანიშვნის შესახებ ცრუ ინფორმაციაა. დონალდ ტრამპის სახელით გავრცელებული ციტატა, ყალბია. ტრამპს ტაკერ კარლსონის პრესმდივნად დასახელების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ამ თანამდებობაზე კაროლინ ლევიტი დანიშნა.
არც დონალდ ტრამპის ოფიციალურ საიტზე და არც მის X -ის (ყოფილი ტვიტერი) ანგარიშზე არ იძებნება ინფორმაცია ტაკერ კარლსონის პრესმდივნად დასახელებაზე. ტრამპმა მისი სხვა განცხადებები X -ზე დაპოსტა. არც ტრამპს და არც კარლსონს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ტრამპის სახელით გავრცელებული განცხადება უკვე გადაამოწმა რამდენიმე ორგანიზაციამ (usatoday.com, newsweek.com). 15 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე მისი კამპანიის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი დანიშნა.
ქვემოთ გთავაზობთ დონალდ ტრამპის სახელით გავრცელებულ ციტატას, რომელიც გადაამოწმა რამდენიმე ორგანიზაციამ და მსგავსი განცხადება ტრამპის ოფიციალურ საიტზე და X-ის პლატფორმაზე არ გავრცელებულა.
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ ტაკერ კარლსონი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობისთვის დავასახელე..."
მასალა შესწორებულია ფაქტების გადამამოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
0
0