26/03/2023
16:35
პოლიტიკა
პარლამენტარი, რომან გოცირიძე “ანტიპარლამენტარისტებს” სოციალური ქსელით მიმართავს:
,,გუშინ ვერ მოვიცალე და დღეს უნდა გადავათვალიერო ცნობილი ანტიპარლამენტისტების გვერდები. ალბათ ასეთი ტექსტი იქნება: “დატოვეთ პარლამენტი, ხომ ხედავთ, რომ მანდ გცემენ”?! ან კიდევ, “ვინც მაგათ გვერდით ზის, მათნაირია”! აუცილებლად შეგვხვდება ასეთი ტექსტიც: “მე (ისეთი კარგი არსება ვარ) მათთან ერთად ერთ სივრცეში დაჯდომას არ ვიკადრებდი (ჩემს სინდის-ნამუსს და საყვარელ კატას ვფიცავარ”).
ზოგიერთებს ისე ადარდებთ პარლამენტი ან ჩვენი ცემა, როგორც ჩემს კატას ადარდებს, თუ რა ხდება სათაგურში. არ ჭამს თაგვებს, ველურობააო ამბობს.
პარლამენტის თუ სხვა მოვლენების შესახებ ინტრიგნული საუბრები საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდებათ (ისევ ზოგიერთებს), თორემ როგორ ადარდებთ ეს საკითხები, ამაზე უკვე მოგახსენეთ", წერს გოცირიძე.
0
0