17/12/2022
14:12
პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ მის მოსანახულებლად მისულ დედას გიული ალასანიას კლინიკის მოსაცდელში დიდი ხნით ალოდინებენ.
„ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმახორციებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?!
გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამალეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0