-share.jpg)
"ჩემით ჩამოსვლას არ ვაპირებ, დამალვით არ ვიმალები, ვეუბნები, აგერ ვარ, სტრასბურგში და ახლა არ მგონია, ინტერპოლმა დამიჭიროს..." - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ ambebi.ge-სთან განაცხადა.
“არ გამოვრიცხავ, პროკურატურამ ჩემი ექსტრადიციაც მოითხოვოს, მაგრამ არის რაღაც საკითხები და პატარა ხანში ამასაც გავაცხადებ. ჩემით ჩამოსვლას საქართველოში არ ვაპირებ, დამალვით არ ვიმალები, ვეუბნები, აგერ ვარ, სტრასბურგში და ახლა არ მგონია ინტერპოლმა დამიჭიროს და მაგ სასამართლოს გადამცეს“. - განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და მას, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მაისიდან
28/05/2026