ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხულია, შვილის სწავლა ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა - გიული ალასანია
01/12/2021
17:25
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, გამორიცხულია, სააკაშვილს შვილის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.
აღნიშნული კომენტარით გიული ალასანიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ედუარდის სწავლის ხარჯებიც შედის თანხაში, რასაც ედავება მიხეილ სააკაშვილს გამოძიება. დაიხარჯა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწავლის თანხა?“.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამის გაკეთება გამორიცხულია.
"თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაზე მეკითხებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე. ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა", – აღნიშნა გიული ალასანიამ.
0
0
405
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%