
“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია დღეს გამართეს.
ოჯახი და ადვოკატები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისაც, შესაძლოა, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღოდეს.
„პასუხისგებაში უნდა მიეცეს აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის მკვლელობაში. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი იყოს 10-20 ადამიანზე - დაწყებული მათგან, ვინც ჩემი შვილი კლინიკის პირველ სართულზე უპატრონოდ მიაგდო და არ აძლევდა არც საკვებს, არ წყალს“, - აღნიშნა გარდაცვლილი მამამ.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. ჩარკვიანს კორონავირუსი ჰქონდა.
როგორც ცნობილია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. ექსპერტიზის შედეგები ოჯახისთვის ოფიციალურად 17 იანვარს გახდა ცნობილი.
დასკვნაში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი გია დეკანოზიშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ჯანმრთელი ორგანიზმი, პრეპარატების იმ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, რა დოზითაც ვახტანგ ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.
0
0