
"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება" - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
“დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არამხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხში, ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, რაც იხსნის ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პატიმრებისგან და ფენომენი, როგორც ასეთი, პოლიტიკური პატიმრისა დასრულდება ჩვენს ქვეყანაში” - ამბობს მელია.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის აჭარის ორგანიზაცია სწორედ ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერს მხარს.
0
0