
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის ექს-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის პირადი დაცვის სამსახურის აგენტების გუნდს გააუქმებს.
,,ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში, დაუყოვნებლივ ავამოქმედებ. ამ გუნდში 18 ადამიანი მუშაობს, რაც სასაცილოა! ის [ჰანტერ ბაიდენი] ამჟამად სამხრეთ აფრიკის ყველა ადგილას ისვენებს, სადაც ადამიანების უფლებების დაცვა ინტენსიურად კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამხრეთ აფრიკა ეკონომიკური და ფინანსური დახმარების მიმღები ქვეყნების სიიდან ამოღებულია,’’ - განაცხადა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ჯო ბაიდენის ქალიშვილის ეშლი ბაიდენის პირადი დაცვის სამსახურის აგენტების გუნდსაც გააუქმებს.
„გაცნობებთ, რომ ჰანტერ ბაიდენს აღარ მოემსახურება საიდუმლო სამსახურის დაცვის გუნდი, ასევე, გაუქმდება 13 აგენტისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ეშლი ბაიდენს ემსახურება“, - წერს ტრამპი.
0
0