14/04/2023
15:44
პოლიტიკა
ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. ალბათ უახლოეს პერიოდში გაირკვევა მიზეზი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა
„ახალი არ არის, რომ პრეზიდენტს არ აძლევენ საერთაშორისო ვიზიტებში წასვლის საშუალებას, მაგრამ, მე ვერ გეტყვით ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო ძირითადი მიზეზი. ალბათ გაირკვევა უახლოეს პერიოდში იმიტომ, რომ ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემა, რაც გახდა პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი, სიმართლეს არ შეესაბამება. მანამდე სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.
0
0