
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ 2019 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია.
2019 წლის შემდეგ ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.
ორგანიზატორების შეფასებით, აქციაზე დაახლოებით 250 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებს ჩეხეთისა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ.
აქტივისტების განცხადებით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გაქრობას ცდილობს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა ჯგუფმა „მილიონ ჩვილეკმა“ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა, სლოვაკეთის ან უნგრეთის გზა გაიაროს და სულ უფრო დაშორდეს ევროკავშირს.
ბაბიშის მთავრობის მოწინააღმდეგეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებისა და საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსების შემცირების გეგმებს, რაც, მათი თქმით, თავდაცვისა და მედიის დამოუკიდებლობას დააზარალებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდავს.
ცნობითვის, ოპოზიციაში 4-წლიანი ყოფნის შემდეგ ანდრეი ბაბიში და მისი პოპულისტური პარტია ANO ხელისუფლებაში 2025 წლის დეკემბერში დაბრუნდნენ.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026