
ჩეხეთსა და სლოვაკეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთსა და სლოვაკეთში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოწოდებით ათასობით ადამიანმა 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პოლიტიკის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.
„ფიცო დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, კულტურასა და მედიას თავს ესხმის. ზუსტად ისე, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ფიცო დემოკრატიულ სამყაროს გვაშორებს“, - განაცხადა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, იაროსლავ ნადმა საპროტესტო აქციაზე.
ასევე, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საპროტესტო აქციაზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ ჩეხეთის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტების განცხადებით, ბაბიში, რომელმაც მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმა, „ევროკავშირთან ჩეხეთის კავშირებს შეამცირებს“.
0
0
Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა
18/11/2025