
ჩეხეთი უკრაინას დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილ თვითმფრინავებს არ მიჰყიდის, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
კიევში ვიზიტის დროს, ჩეხეთის პრეზიდენტმა,პეტრ პაველმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას მოკლე დროში მიაწოდოს რამდენიმე თვითმფრინავი.
ბაბიშმა კი განაცხადა, რომ ჩეხეთის არმიას თვითმფრინავები თავად სჭირდება და მათი უკრაინისთვის მიწოდება შეუძლებელია.
„თვითმფრინავები არ არის ხელმისაწვდომი და ჩვენ სხვა არც გვაქვს“, – აღნიშნა ბაბიშმა.
ცნობისთვის, ოპოზიციაში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ ანდრეი ბაბიში ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნდა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა პირობა დადო, რომ უკრაინის იარაღისთვის ბიუჯეტიდან თანხებს არ გამოყოფს.
0
0