
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა მედალი გადასცა - "ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველი".
ასევე, ანალოგიური ჯილდოები გადაეცათ რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს - აიმან კადიროვას, რომელიც რამზან კადიროვის დედაა, და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს, ახმატ-ჰაჯი კადიროვს (კადიროვის მამას).
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კადიროვმა მიიღო მედალი "მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, გამბედაობისა და მთლიანობისთვის ჩეჩენი ხალხის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის საკითხებში, ტრადიციული ღირებულებების ერთგულებისთვის და მოვალეობის ერთგულებისთვის".
ცნობისთვის, რამზან კადიროვმა თებერვალში მიიღო ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება. ჯილდო გასული წლის ნოემბერში დააწესეს. კადიროვი პირველი იყო, ვისაც ის გადაეცა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025