08/03/2023
17:37
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მეფის კორონაციისთვის იერუსალიმში მირონი აკურთხეს, - ამის შესახებ CNN ბუკინგემის სასახლეზე დაყდნობით იუწყება.
ზეთის კურთხევის მსახურება მაცხოვრის საფლავის ტაძარში იერუსალიმის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე III-მ აღასრულა. მსახურებას ესწრებოდა ანგლიკანური ეკლესიის მთავარეპისკოპოსიც იერუსალიმში ჰოსამ ნაუმი.
ზეთის მოსამზადებლად ნაყოფი ზეთისხილის მთაზე არსებული წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის და ამაღლების სახელობის მონასტრებში დაკრიფეს. წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის მონასტერში დაკრძალულია მეფე ჩარლზის ბებია, პრინცესა ალისა ვონ ბატენბერგი.
კენტერბერგის მთავარეპისკოპოსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პატრიარქ თეოფილეს ,,ზეთის გადაცემისთვის, რომელიც ასახავს მეფის ოჯახის პირად კავშირს წმინდა მიწასთან და მის უდიდეს მზრუნველობას თავის ხალხზე. ის ფაქტი, რომ ზეთი მომზადდა ზეთისხილის მთაზე დაკრეფილი ნაყოფისგან, არის მეფედ კურთხევის, ბიბლიის და ისტორიის ღრმა ისტორიული კავშირის დემონსტრირება.
კორონაციის დღეებად 6-8 მაისია გამოცხადებული. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების განცხადებით, ზეიმი სამ დღეს გასტანს და უინძორის სასახლის წინ ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, რომელიც BBC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზი და დედოფალი-კონსორტი იმედოვნებენ, რომ კორონაციის დღეებში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები მოვლენის აღნიშვნას მეგობრებთან, ოჯახთან ერთად შეძლებენ“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0