
ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
"ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს.
სიტყვებს მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ზიზღის ენის დაუფიქრებელ მხარდაჭერას შეიძლება წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენები მოჰყვეს. ჩვენს მიერ უამრავჯერ გაკეთებული მოწოდება და გაფრთხილება ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიმართ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან, რომელიც თითქოსდა ევროკავშირის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ამგვარი არაპროგნოზირებადი ძალადობრივი აქტები საქართველოს თავიდან ავარიდოთ.
გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ,"- წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0
JTEC-ში სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა
11/09/2025