24/03/2023
14:04
პოლიტიკა
გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე – ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ამ ქვეყნის მეგობარი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რომლებიც რთულია მხარდასაჭერად, – ასე უპასუხა ანალენა ბერბოკმა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.
კერძოდ, განცხადებაში ანალენა ბერბოკი აღნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს ხედავს.
ჟურნალისტმა მინისტრს მიმართა კითხვით, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა საქართველოს კურსიდან აცდენაში.
„მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგეხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო, გერმანია ყველაფერს გააკეთებენ ერთობლივად, რათა საქართველო მივიდეს ევროკავშირამდე. ჩვენ 12 პუნქტად ჩამოვაყალიბეთ ყველაფერი, ასევე ეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ. ეს უნდა გაგრძელდეს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. მართლმსაჯულების სფერო, სიტყვის თავისუფლება – ეს თავისთავად ცხადია, რადგან გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ეს არ არის მარტივი გზა, აუცილებელია რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დაუშვებელია გარედან ყოველი განწყობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემი სათქმელი, გასული კვირების, თვეების განმავლობაში ამაზე ძალიან ღიად, გახსნილად ვსაუბრობდით მე და ილია დარჩიაშვილიც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
0
0