-share.jpg)
“ყველაზე სუსტი წერტილი სააკაშვილის დამცავ კამპანიაში ვთვლი, რომ იყო მთავარ არგუმენტად ჯანმრთელობის საკითხის წამოწევა” - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
,,მე არ მახსოვს, რომ ჩვენ ამ თემაზე გველაპარაკა. ჩვენი ჯგუფი, რასაც ამ თემაზე ყოველთვის ვფიქრობდით ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არ იყო სწორი სტრატეგია ჯანმრთელობის არგუმენტით მოძრაობა ანუ რეალურად მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და ციხეში იმიტომ არის, რომ ის პოლიტიკოსია და რეალურად მან ჩემი წარმოდგენით, პოლიტიკური ინსტრუმენტები უნდა გამოეყენებინა. ჩემი აზრით, დღესაც მან თავი უნდა დაანებოს ჯანმრთელობის არგუმენტით ოპერირებას და ჭამა დაიწყოს, მოძლიერდეს და მოემზადოს პოლიტიკური ბრძოლისთვის”, აცხადებს მეგრელიშვილი.
0
0