27/05/2023
11:42
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტოკოლი კვლავ დაარღვია და უწყების ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისი ადგილი არასწორად იყო განსაზღვრული.
"მინდა დავიწყო პატარა რაკურსით, რადგან ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივ ახალ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს [ღონისძიება] ორგანიზებულია საგარეოს მიერ. არ შეიძლება არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის რომ მე ასე მინდა - სკამი იქით დამიდეთ, ან გადადექი, ჩაიჩოჩე-ჩამოიჩოჩე და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის დარღვევა პროტოკოლის. და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა იწყება, გაუთავებელი - მე პირველი ვარ, შენ მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე არაფერი არ მწყინს დიდი ხანია ამ ქვეყანაში და ამითი ვერავინ ვერ მაწყენს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილია პრეზიდენტის. არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრმა ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს". - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაც გაიხსენა და თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა.
0
0