27/05/2023
11:36
პოლიტიკა
27 მაისი ქართული დიასპორის დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” ესწრება.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა და გუშინდელი ღონისძიების შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა:
“მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენს, მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული” - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დისაპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
0
0