
“დაახლოებით 10 წუთი მივდიოდით... შეგვიყვანეს ციხეში რავი მე სხვა ვერაფერს დავარქმევ ოთახი სულ გისოსებში იყო... ჩამოგვართვეს ტელეფონები... იყო საშინელი ანტისანიტარია, მწერები რომლებმაც ბავშვი დაკბინეს... ” - ამის შესახებ საქართველოს მოქალაქე თეა შარიქაძე სოციალურ ქსელში, "მოგზაურთა კლუბის" გვერდზე წერს და საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე ყვება:
"Გამარჯობა, მინდა დავწერო ჩემი არასასიამოვნო მოგზაურობის შესახებ ისრაელში... მინდა ყველამ იცოდეთ რა ხდება იქ და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს... ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ისრაელში წასვლა სამოგზაუროდ 10 დღით... არანაირი მიზანი დარჩენის არ მქონია... მყავს ნათესავები და მეგობრები, თან მახლდა მეგობარი რომელიც ისრაელის მოქალაქეა და იღებდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე....
დაახლოებით 3 საათი გაგვაჩერეს სარდაფში... დაგვისვეს უამრავი უაზრო კითხვა და ბოლოს დაასკვნეს რომ თურმე იქ საცხოვრებლად მივდიოდით არალეგალებად... ჩვენთან ერთად იყო უამრავი ქართველი მათ შორის ხანში შესულები... სულ შემთხვევით აღმოჩნდა ჩემი შვილის მუსიკის მასწავლებელიც რომელიც მიდიოდა მეგობართან უკვე მესამედ... ყველას უარი გვითხრეს, ირონიულად და ძალიან დამამცირებელი სიტყვებით გვესაუბრებოდნენ თავი მეგონა დამნაშავე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.... მითხრეს რომ ცუდი დედა ვარ რომ საკუთარი 10 წლის შვილი გავიმეტე ამ პირობებისთვის, რომ თურმე დარჩენა მინდოდა აქ უკვე ვეღარ მოვითმინე, ჩხუბი დავიწყე გამაჩუმეს არ მომისმინეს... მერე დაგვიძახეს მეგონა დამთავრდა ჯოჯოხეთი და სახლში გვიშვებდნენ... გვითხრეს რომ მეორე დღეს გაგვიშვებდნენ უკან საღამოს... საემიგრაციოში უნდა გადაგიყვანოთო... აქ დაიწყო უარესი ჯოჯოხეთი ჩაგვსვეს გისოსებიან მანქანაში... დაახლოებით 10 წუთი მივდიოდით... შეგვიყვანეს ციხეში რავი მე სხვა ვერაფერს დავარქმევ ოთახი სულ გისოსებში იყო... ჩამოგვართვეს ტელეფონები... იყო საშინელი ანტისანიტარია, მწერები რომლებმაც ბავშვი დაკბინეს... სინათლე არ იყო ტელევიზორი იყო მხოლოდ ერთი და ის ჩავრთეთ რომ ღამე განათებული ყოფილიყო... ჩაგვკეტეს ამ ოთახში... არ მაძლევდნენ დარეკვის საშუალებას რომ ნათესავებს სცოდნოდათ სად ვიყავით ყველა ნერვიულობდა...
ჩემთვის სანერვიულო ბავშვი იყო ამ პირობებში 2 დღე საჭმელი არ ჭამა ვერც ვაძალებდი იმ საზიზღრობის ჭამას რაც შემოჰქონდათ... ვთხოვე ფული მაქვს და იქნებ რამე ნორმალური საჭმელი მაყიდინოთ მეთქი უარი გვითხრეს... ჩვენც ამ საჭმელს ვჭამთ პერსონალი რა არ მოგწონთო... როგორც იქნა მეორე დღეს საღამოს გვითხრეს მოემზადეთ სახლში ბრუნდებითო... დამნაშავეებივით ყველა ქართველი მიგვიყვანეს თვითმფრინავამდე და როცა ყველა ჩაჯდა ბოლოები აგვიშვეს პასპორთებს თბილისში მიიღებთო გეგონება გავიქცეოდით იქიდან... ბარგი სად არის თქო ვიკითხე თბილისში დაგხვდებათო...
ჩამოვედით და აღმოჩნდა რომ ბარგი საერთოდ დაკარგულია.... და ამ ყველაფრის მერე კითხვა მაქვს ჩვენს მთავრობასთან ვისაც ეხება რატომ არ ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე... ისრაელიდან ჩამოსულებისთვის ხომ აქვთ წითელი ხალიჩები დაგებული? ისრაელის მოქალაქეებს ასე რომ მიექცეს ვინმე ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდება... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia" - წერს თეა შარიქაძე.
0
0
ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო
15/08/2025