
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მათ ჩადენილი აქვთ არაერთი დანაშაული, მათ შორის - საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არ ხდება აღნიშნული პირების საქართველოში შემოშვება.
"მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა, გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.
0
0
18 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/07/2025