ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, ზღვისპირა ქალაქ საუზპორტში, ცეკვის სახელოსნოში, 3 მცირეწლოვანი გოგონა დანით თავდასხმას ემსხვერპლა.
ინციდენტის დროს ასევე 8 ბავშვი დაშავდა, მათგან 5, მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში იმყოფება და, 2 ზრდასრული, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ. ასევე 39 პოლიციელი დაზიანებებს მკურნალობს.
ინციდენტის შემდეგ, პროტესტის ნიშნად საუზპორტში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პოლიციის ფურგონებს ცეცხლი წაუკიდეს და აგურები ესროლეს პოლიციელებს, ასევე მეჩეთს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან ეჭვმიტანილი მოზარდი მუსლიმი დგას.
„თავდასხმა ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია [დიდ ბრიტანეთში დაბადებული] 17 წლის მამაკაცი. დემონსტრანტებმა ბაღის კედლები დაანგრიეს და აგურები პოლიციელებს ესროლეს, ასევე დაწვეს საზოგადოების კუთვნილი მანქანები და დააზიანეს მეჩეთის ავტოსადგომზე გაჩერებული ავტომობილები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
0
0
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან
09/05/2026