
ცოტა ხნის წინ, რუსთავში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 40 წლამდე კაცი მოკლეს.
მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ცნობით, მოკლული 40 წლამდე მამაკაცია და მას სასიკვილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ყელის არეში მიაყენეს.
"ადგილობრივი არაა. აქ ხშირად დადიოდა სტუმრად. არ ვიცით რა მოხდა. სასწრაფოს მოსვლამდე დაიღუპა. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული", - ამბობენ ადგილობრივები.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. მათივე ცნობით, მოკლული ადგილობრივი არაა. როგორც ისინი ამბობენ რაიმე დაპირისპირების, ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.
შემთხვევის შესახებ “სფეისნიუსი” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
0
0