12/05/2023
15:11
სამართალი
გარდაბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სავარაუდო ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა
როგორც მეზობლები აცხადებენ, ოჯახში მუდამ ჩხუბი იყო, შვილები სისტემატურად ცდილობდნენ დედის მამისგან დაცვას და სავარაუდოდ, ერთ-ერთ შვილს გაშველების დროს მამა შემოაკვდა.
„ოჯახური ძალადობა იყო. სულ ეშინოდათ, შვილებს და ცოლს. ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და გაშველების დროს ეტყობა შვილები ჩაერივნენ და რომელიღაცა შვილს სავარაუდოდ, შემოაკვდა. ოჯახის წვერებს და ცოლს გამუდმებით ემუქრებოდა და სულ კახა აშველებდა. მაგრამ ახლა ვეღარ გააშველა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავად ჩაბარდა პოლიციას და სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაკავებული ბრალს აღიარებს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
0