
დღეს, 23:00 საათზე ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.
მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგებიან, ესენია: საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, სან მარინო და სერბეთი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა. სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ 12 მაისს ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალურ შოუზე მე-6 ნომრად წარდგება.
წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად, პირველი არხი შემოგთავაზებთ.
კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.
2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
0
0