04/12/2023
11:09
მსოფლიო
ბურკინა-ფასოს სამხედრო მმართველებმა, ქვეყნის ჩრდილოეთში ისლამისტების მიერ განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო, ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Le Monde-ის ფუნქციონირება აკრძალეს.
კომუნიკაციების მინისტრმა რიმტალბა ჟან ემანუელ ოედრაოგომ ერთი კვირის წინ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შესახებ სტატიის გამოქვეყნება "მიკერძოებულ ქმედებად" შეაფასა.
გაეროს თქმით, თავდასხმას, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, თუმცა ბურკინა-ფასოს უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, დაღუპულია მხოლოდ "რამდენიმე" სამხედრო პირი.
ბოლო თვეების განმავლობაში, ბურკინა-ფასოს ხელისუფლებამ რამდენიმე ფრანგული მედია საშუალების, მათ შორის მაუწყებელ RFI-ისა და პოლიტიკური ჟურნალის Jeune Afrique-ის, ფუნქციონირება შეაჩერა.
ბურკინა ფასომ და ნიგერმა განაცხადეს, რომ ისინი საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი G5 Sahel სამხედრო ძალების შემადგენლობიდან გამოდიან.
ბურკინა ფასოსა და ყოფილ კოლონიალურ ძალას, საფრანგეთს, შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2022 წელს მომხდარი გადატრიალების შედეგად, სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. სამხედრო გადატრიალების მოტივი 2015 წელს ჯიჰადისტური ამბოხების ჩახშობის მცდელობის წარუმატებლობა იყო.
0
0