„ბულგარეთში, 27 ოქტომბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სამი წლის განმავლობაში მეშვიდედ, ჩატარდება,“ - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ.
რადევის თქმით, ბულგარეთის პარლამენტში, დროებითი მთავრობა ფიცს დადებს, რომელსაც არჩევნების ჩატარებამდე პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი უხელმძღვანელებს.
„27 აგვისტოს, გამოვცემ განკარგულებას 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“, - განაცხადა რადევმა მას შემდეგ, რაც გლავჩევმა პრეზიდენტს დროებითი მთავრობა წარუდგინა.
ბულგარეთში სამთავრობო ცვლილებები აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც, 2020 წელს, საპროტესტო აქციებს კოალიციის დამხობა მოჰყვა, რომელსაც მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ ხელმძღვანელობდა.
ამჟამად, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ ყველაზე მსხვილი პარტიაა პარლამენტში, რეფორმისტმა პარტიამ „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ და საპარლამენტო ჯგუფმა "არსებობს ასეთი ხალხი", 8 ივნისის არჩევნების შემდეგ, სტაბილური კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.
როგორც Reuters-ი წერს, ბულგარეთი სტაბილური მთავრობის საჭიროების წინაშე დგას. ქვეყნის შიდა პოლიტიკური ჩიხი ასევე აფერხებს მის გეგმებს ევროპის ღია საზღვრის - შენგენის ზონასთან - სრულად შეერთებასთან დაკავშირებით.
0
0