
ბრიტანეთის საელჩომ ფაქტებს უპასუხოს ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით, რომელიც აბსოლუტუროდ მოწყვეტილია რეალობას, ყველას მოვუწოდებ, შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა, – ამის შესახებ პარლაენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩმა ვენის კონვენცია დაარღვია, როდესაც ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ, ისინი ინგლისურად და რაღაცას ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ. არადა, ვხედავთ, ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით, რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას გვპასუხობენ. მეც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი. ვსაუბრობდი იმაზე, რომ ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი ერთი. ამას უპასუხონ, თქვან, რომ არ დაარღვია და მისი განცხადება არ იყო ჩარევა. ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ცრუ ბრალდებებია. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ. ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს. ამიტომ, პირველი, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე ათი დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ, ინტერვიუს სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა, მათი გაგებით, ვენის კონვენცია და თუ დაარღვია, რას აპირებენ, რომ მოიმოქმედონ. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი. შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ ეს ცრუ ბრალდებაა, თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპული ღირებულებები უკვე აღარ არის საზომი სტანდარტი ზოგიერთისთვის, რაც სამწუხარო მოვლენაა.
„რომ არ დაგვბრალდეს, ექსპტრემიზმის ქართული გაგება გვაქვს, მოგიყვანთ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონიდან განმარტებას, რას ნიშნავს ექსტრემიზმი. ექსტრემიზმი ნიშნავს – უკიდურესი პოლიტიკური ხედვების ქონას, უკიდურესი ზომების მხარდაჭერას. ეს არის ექსტრემიზმი ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებით და არა სულხან -საბას ლექსიკონით. ახლა ვნახოთ ციტატები გუშინდელი განცხადებებიდან: თამარ ჩერგოლეიშვილი – „სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და არაღიარება, ამიტომ ჩვენ ვუერთდებით არჩევნების ბოიკოტს“. არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკური ხედვები, არის თუ არა ეს უკიდურესი ზომების მხარდაჭერა, როდესაც პოლიტიკის ბოიკოტს და არაღიარებას იწყებ, ანუ არის თუ არა ეს ექსტრემიზმი? დიახ, არის. მეორე – გია ჯაფარიძის გუშინდელი განცხადება – „ჩვენი ამოცანაა, დავტოვოთ ისინი, იგულისხმება ხელისუფლება ალბათ, არალეგიტიმურობაში“. არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკური ხედვის ქონა, არის თუ არა ეს უკიდურესი ზომების მხარდაჭერა? რა თქმა უნდა, არის. შესაბამისად, ესეც არის ექსტრემიზმი. ჩერგოლეიშვილის და ჯაფარიძის დაფინანსებას ბრიტანეთის საელჩო აპირებდა, შესაბამისად, დასკვნა, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული შეხედულებების მქონე ადამიანების დაფინანსებას. წერტილი. გაგვცენ ამაზე პასუხი, არის თუ არა ჩვენი ლოგიკა სწორი. არის თუ არა ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი სწორი განმარტებებში, თუ შეცდა ლექსიკონი, ჩვენც შევცდით და მაშინ არგუმენტი გვითხრან. ასე ხელის აქნევით, მუქარით საუბარი, რომ რაღაც სხვა ზომები იქნება, ვიტყოდი,რომ ეს ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, მაგრამ ევროპული ღირებულებები რომ უკვე აღარ არის საზომი სტანდარტი ზოგიერთისთვის, ესეც სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.
მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ფაქტი ბრიტანეთის ელჩთან დაკავშრებით.
„პირველი, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია და ჩაერია არჩევნებში აგიტაციის სახით. მეორე, ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, მათ შორის მისი პრეამბულის ნაწილიც კი დაარღვია, სადაც სუვერენიტეტის პატივისცემაა დადასტურებული. როდესაც ერევი არჩევნებში, ეს არის სუვერენიტეტის შებღალვა. მესამე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინასებინა ადამიანები, რომლებიც ექსტრემიზმის ფლაგმანები არიან ქართულ პოლიტიკაში. ექსტრემიზმზე საუბრისას პირველი გვახსენდება ზუსტად ეს პერსონაჟები, რომლებზეც მე გესაუბრეთ ბრიტანეთის საელჩო გვეუბნებოდა, რომ ჩერგოლეიშვილის „ტაბულა“ ობიექტურად გააშუქებს არჩევნებს. გია ჯაფარიძის ციტატა მოგიყვანეთ ექსტრემისტული. ამაზე გვეუბნებოდა ბრიტანეთის საელჩო, რომ მისი „ენჯეო“ ობიექტურად დააკვირვებდა არჩევნებს. ძალიან კონკრეტულ რაღაცებზე ვსაუბრობ. ფაქტებს უპასუხონ ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით, რომელიც აბსოლუტუროდ მოწყვეტილია რეალობას. ყველას მოვუწოდებ, უნდა შეწყდეს ბოლოს და ბოლოს ანტიქართული რიტორიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0