23/05/2023
14:12
მსოფლიო
პრინცი ჰარი, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის ვაჟია, სასამართლო პროცესი წააგო გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2020 წელს გადაწყვიტა მისთვის, მისი ცოლის მეგან მარკლისა და ორი შვილისთვის სამეფოში ყოფნის დროს აუცილებელ დაცვა არ დაენიშნა. ამის შესახებ Reuters ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იტყობინება.
სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი განაცხადეს ოფიციალური მოვალეობის შესრულებაზე და დაკარგეს სამეფო სტატუსი.
მოსამართლე მარტინ ჩემბერლენმა პრინც ჰარის უარი უთხრა სასამართლო ხელახალი განხილვისთვის მიმართვის ნებართვაზე.
2021 წლის მარტში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სკანდალური ინტერვიუ მისცეს ცნობილ ამერიკელ წამყვან ოპრა უინფრის, რომელშიც სამეფო ოჯახი გულგრილობაში, მუდმივ ზეწოლასა და რასიზმში დაადანაშაულეს. მას შემდეგ ჰერცოგებს, მეფე ჩარლზ III-სა და მის ნათესავებს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ამჟამად პრინცი ჰარი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.
0
0