19/03/2023
13:37
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ (UKSA) პარასკევს განაცხადა, რომ დიდ ინვესტიციას ჩადებს როლს-როისის ახალ პროექტში, რომელიც მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენებას ისახავს მიზნად.
გაცხადებაში UKSA-მ როლს როისის მკვლევრების საქმიანობა მიმოიხილა, კერძოდ, მათი მიკრო-რეაქტორის პროგრამა, რომელიც ადამიანების მთვარეზე საცხოვრებლად და სამუშაოდ საჭირო ელექტროენერგიის გამომმუშავებელ წყაროს ქმნის.
ამ ეტაპზე სამთავრობო სააგენტო პროექტს 2.9 მილიონი ფუნტი სტერლინგით ($3.52 მილიონი) აფინანსებს, რომელიც ბრიტანეთის მთვარეზე ბირთვული რეაქტორის პირველადი მოდელისთვის არის განკუთვილი.
“ყველა კოსმოსური მისია ენერგიის წყაროზეა დამოკიდებული, რათა საკომუნიკაციო და სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემები შენარჩუნდეს,” - განაცხადეს UKSA-დან.
“ბირთვულ ენერგიას მთვარეზე კოსმოსური მისიების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდის და ამრიგად მათი პეცნიერული ღირებულების გაზრდის პოტენციალი აქვს.”
როლს როისის ამბიციური გეგმის შესახებ პირველად 2021 წლის სექტემბერში შევიტყვეთ. მაშინ კომპანია ბირთვული ენერგიით გატაცებული მთვარეზე და პოტენციურად მარსზე სამთო მრეწველობის განვითარებისა და მაღაროების გაშენების ინტერესის გამო იყო.
შეიძლება იკითხოთ - რატომ აფინანსებს მთავრობა როლს როისს, საავტომობილო სამყაროს ლეგენდას, მთვარზე რეაქტორების ასაშენებლად? თუ გავიხსენებთ, როლს როისის 60 წლიან გამოცდილებას სამეფო საზღვაო ფლოტის სამსახურში, მივხვდებით რატომაც. როლს როისი დღემდე სამეფო ფლოტის წყალქვეშა ხომალდების მწარმოებელია.
როლს როისი რეაქტორის მთვარეზე გაგზავნას 2029 წელს გეგმავს.
მთვარე მზესთან ძალიან ახლოა და შესაძლოა იფიქროთ, რომ მზის ენერგია ბირთვულ ენერგიაზე მეტად ხელსაყრელი უნდა იყოს. სინამდვილეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთვარის ბრუნვისა და დიდი დოზით სიბნელის გამო მზის ენერგია უვარგისი ალტერნატივაა.
ბირთვულ ენერგიას ხელს არაფერი უშლის - არც სინათლე და არც სიბნელე. მთვარეზე თუ დედამიწაზე, ბირთვული რეაქტორის პროდუქტიულობაზე გარემო ფაქტორები ნაკლებად მოქმედებს. ამიტომაც, ბირთვულ ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის უმაღლესი სიმძლავრის ფაქტორი აქვს.
საინტერესო ფაქტია, რომ 2006 წლიდან 2021 წლამდე ევროკავშირის ფარგლებში ბირთვული ენერგიის წარმოება 20% შემცირდა. ბირთვული ენერგიის ინდუსტრია ნელ-ნელა გაქრობის რისკის წინაშეა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მსოფლიო ტენდენცია მთავრეზე არ ვრცელდება.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0