08/12/2022
13:14
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს პარასკევს გამოაცხადებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი.
სააგენტოს წყაროების ცნობით, სანქციები შეეხება რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და მიმართული იქნება არსებული სანქციების თავიდან აცილების მცდელობის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სანქციები იქნება მიმართული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.
ცნობისთვის, 7 დეკემბერს, ევროკომისიამ გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ, მის მიერ გაჩაღებული ომის გამო, სანქციების მეცხრე პაკეტი და წევრ ქვეყნებს შესთავაზა მისი დამტკიცება.
შემოთავაზებულია სანქციების სიაში 200-მდე პირისა და კომპანიის დამატება, მათ შორის სამხედროების, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლების, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრების, მინისტრების, გუბერნატორებისა და პოლიტიკოსების.
0
0