
"ბრძოლისა და დაძაბულობის დღეები გველოდება", - ასე მიმართავს მხარდამჭერებს ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პოლონეთის მმართველი პარტიის, "კანონი და სამართლიანობა" თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკი.
მისივე თქმით, მისმა პარტიამ არჩევნებზე "დიდი წარმატება" აჩვენა, თუმცა, აქვე დაამატა, რომ "არ იცის", ჰქონდა თუ არა პარტიას ხელისუფლებაში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი.
"ხელისუფლებაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, ჩვენი პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ და პოლონეთის ღალატს არ დავუშვებთ", - თქვა მან.
მისი მთავარი კონკურენტი საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო კოალიცია იყო, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. ტუსკიც საზოგადოების წინაშე კენჭსყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.
პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 15 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურა.
0
0