
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი მოიპოვა.
ამავე შედეგებით, „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO) ხმების 31.6 პროცენტი მიიღო, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილს 13 პროცენტით პარტია „მესამე გზა“ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე, ეგზიტპოლის მიხედვით, 8.6 პროცენტით პარტია „მარცხენა“ გავიდა.
როგორც პოლონური მედია წერს, აღნიშნული მონაცემები თუ დაემთხვევა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შესაძლოა, მთავრობას სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია ჩაუდგეს.
ასეთი შედეგი ნიშნავს, რომ სამ გაერთიანებულ პარტიას, რომლებიც მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს იკავებენ, სავარაუდოდ, ექნება მანდატების უმრავლესობა პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში.
არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს გაიმართა.
0
0