21/07/2023
11:38
მსოფლიო
ბრაზილიური თვითმფრინავების მწარმოებლის Embraer-ის ინფორმაციით, ახალი ქარხანა, სან-პაულოს მახლობლად, მფრინავი ელექტროტაქსების წარმოების მიზნით აშენდება. კომპანია იმედოვნებს, რომ ელექტროტაქსები ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს.
მრინავი ელექტროტაქსი, რომელსაც Embraer-ის შვილობილი კომპანია Ev-ი დაამზადებს, პატარა ვერტმფრენს ჰგავს, რომელიც 6-მდე მგზავრისთვის იქნება გათვლილი. მგზავრობა ერთი ადამიანისთვის $50-$100 (£39-£78) ეღირება. Eve-ს განცხადებით, კომპანიას უკვე მიღებული აქვს 3000-მდე საჰაერო ტაქსის დამზადების შეკვეთა. კომპანია იმედოვნებს, რომ პროტოტიპს მიმდინარე წელს ააწყობს. მცირე ხნის წინ, აშშ-ის მარეგულირებლებმა საჰაერო ტაქსების ფრენის ვადები [2025 წლისთვის] უკვე გამოაქვეყნეს.
ელექტროტაქსები, რომლებსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა შეუძლია, არ საჭიროებს ასაფრენ ბილიკს, მაგრამ, თვითმფრინავის მსგავსად, შორ მანძილზე გადაადგილდება. სტანდარტულ თვითმფრინავებთან შედარებით, მათი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ელექტროძრავები შეამცირებს ხმაურს და გარემოს დაბინძურების დონეს.
ელექტროტაქსს შეუძლია ხელი შეუწყოს ტრანსპორტით გადატვირთულობის შემცირებას ხალხმრავალ ქალაქებში. საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობა კლიენტებისთვის ძალიან ძვირი არ იქნება. ისინი ასევე განიხილება, როგორც ალტერნატივა ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.
ქარხანა ქალაქ ტაუბატში, სან-პაულოდან დაახლოებით 140 კმ-ში, აშენდება, რომელიც ბრაზილიის ეკონომიკური ცენტრია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო AFP-ი იუწყება, დრონის მსგავსი სამგზავრო მანქანები, თავდაპირველად, ტაქსის ფლოტებში იქნება გამოყენებული.
თავდაპირველად, ელექტროტაქსს პილოტი მართავს, მაგრამ კომპანიის გეგმები, მოგვიანებით, თვითმართვადი მანქანების გაშვებასაც ითვალისწინებს.
მანქანები იქნება 100%-ით ელექტრომოძრავი, რაც რეისების ემისიების გამოყოფის გარეშე შესრულებას შეუწყობს ხელს.
0
0